tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden Boy 2021, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა და გარკვეული პერიოდი ლიდერობდა კიდეც, დასრულდა. კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურისგან უმეტესობამ - 24-მა წარმომადგენელმა მხარი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ პედრის დაუჭირა. მეორე ადგილოსანი, "ბორუსიას" 18 წლის ნახევარმცველ ჯუდი ბელინგები, გამარჯვებულს აქამდე არსებული ყველაზე დიდი სხვაობით - 119 ქულით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სიაში 2001 წლამდე დაბადებულ მოთამაშეთა 100 პრეტენდენტი იყო, რომელიც 20-ით მცირდებოდა, საბოლოოდ კი საქმეში კომპეტენტური ჟიურიც ჩაერთო.
Golden Boy
-ის უკანასკნელი გამარჯვებულები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა - კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი და ერლინ ჰოლანი.
რაც შეეხება გულშემატკივართა რჩეულს, ის "ზალცბურგის" 19 წლის გერმანელი ფორვარდი, ქარიმ ადეიემი გახდა.
რუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან
"ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუგრძელა
როცა ჩვენები მსოფლიოზე ან ევროპაზე გავლენ მაშინ ჩვენც გვექნება პრეტენზია მსგავს ჯილდოებზე. რუსულ კლუბში ნათამაშები ფეხბურთით სამწუხაროდ ამ ჯილდოს ვერ მოიგებ,მინიმუმ შენი ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევრო ტურნირებზე