"ნებისყოფის ამბავია..." - ვან დერ ვაარტმა მესი გააკრიტიკა, რონალდო კი შეაქო

AutoSharing Option
ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა პსჟ-ს შემტევი, ლიონელ მესი გააკრიტიკა.

"ეს ყველაფერი მაწუხებს, ნებისყოფის ამბავია, გინდა არ გინდა მესი მოთხოვნადი ადამიანია. თუ მას გოლი არ გააქვს ან საგოლე გადაცემას ვერ ასრულებს, ამ შემთხვევაში მას ცუდი მატჩი გამოსდის, ნეიმარი და მბაპე უფრო მეტს ხედავენ.

მაგალითად, კრიშტიანო რონალდო გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა დონეზე აიყვანოს (განსხვავებული სტილია), მესი კი ხანდახან მოედანზე დასეირნობს, ამ დროს მინდა ვკითხო - არ გრცხვენია?

ეს დანაშაულია, მესიზე ძალიან გაღიზიანებული ვარ, მიზეზი მარტივია, მისი მსგავსი ფეხბურთელი
კიდევ ან დაიბადება ან არა... ყველაფერი კუმანის დროინდელი "ბარსელონადან" დაიწყო, არ შეიძლება როდესაც ასეთი კალიბრის სპორტსმენი ხარ გულშემატკივრის გასახარად გული და სული არ ჩადო" - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი უდიდესი ტალანტია მაგრამ რონალდუსგან და მარადონასგან განსხვავებით ბუნებით ლომი ვერ არის.ხოლო ფეხბურთი ბრძოლაა.
ჩემი აზრი
12:25 26-11-2021
0
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს?
ბოიკოტი გაქვთ?
20:16 25-11-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული