"ნებისყოფის ამბავია..." - ვან დერ ვაარტმა მესი გააკრიტიკა, რონალდო კი შეაქო

AutoSharing Option
ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა პსჟ-ს შემტევი, ლიონელ მესი გააკრიტიკა.

"ეს ყველაფერი მაწუხებს, ნებისყოფის ამბავია, გინდა არ გინდა მესი მოთხოვნადი ადამიანია. თუ მას გოლი არ გააქვს ან საგოლე გადაცემას ვერ ასრულებს, ამ შემთხვევაში მას ცუდი მატჩი გამოსდის, ნეიმარი და მბაპე უფრო მეტს ხედავენ.

მაგალითად, კრიშტიანო რონალდო გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა დონეზე აიყვანოს (განსხვავებული სტილია), მესი კი ხანდახან მოედანზე დასეირნობს, ამ დროს მინდა ვკითხო - არ გრცხვენია?

ეს დანაშაულია, მესიზე ძალიან გაღიზიანებული ვარ, მიზეზი მარტივია, მისი მსგავსი ფეხბურთელი
კიდევ ან დაიბადება ან არა... ყველაფერი კუმანის დროინდელი "ბარსელონადან" დაიწყო, არ შეიძლება როდესაც ასეთი კალიბრის სპორტსმენი ხარ გულშემატკივრის გასახარად გული და სული არ ჩადო" - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვეთანხმები ვაარტს, მესი უკვე ის მესი აღარ არის. ხშირად ჩვეულებრივ მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისგან მეტს ელის ყველა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ბარსა მხოლოდ მესიზე იყო აგებული და მესი ბარსას გარეშე ჩვეულებრივი ფეხბურთელი ხდება. რასაც ვერ ვიტყვით რონალდუზე, ის ყველგან ლიდერად რჩება.
G.LA
14:25 25-11-2021
10
რა მაიტერესებს იცით? მანჩესტერში, ბოლო თამაშებში როლანდო საერთოდ მინდორზე არ ჩანდა, უფრო მეტიც დასეირნობდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია და არ გაუკრიტიკებიათ. საკმარისია მესის რომელიმე თამაში არ გამოუვიდეს და იწყება და რა იწყება, კრიტიკის ქარცეცხლი. ზემოთ კომენტარში, რომ ახსენებს პიროვნება, რომ მესი, ის მესი აღარ არისო, კიდევ საერთოდ ფეხბურთის თამაშს, რომ ახერხებს ეგ მიკვირს, რაც ბარსელონამ და კერძოდ ლაპორტამ აკადრეს, ამ უდიდეს ფეხბურთელს, ფაქტიურად თავმოყვარეობაზე გადაუარეს. ნებისმიერი ადამიანის შორიდან გაკრიტიკება ადვილია, მაგრამ ეხლა მესისაც კითხეთ? რამხელა ფსიქოლოგიურ ტკივილს, ატარებს?ვითომ არ იმჩნევს, მაგრამ ხომ ვამჩნევთ და ვხედავთ? ლაპორტას კისერზეა, მესის იძულებითი გადასვლა სხვა გუნდში. ისე, რომ როლანდოს ფანებმა და მისმა ფან კლუბებმა, კრიტიკები თავიანთვის შეინახონ.
არ ვეთანხმებით ვინმე, ვან დერ ვაარტს.
17:28 25-11-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული