შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

კოვიდ-19-მა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მათ შორის სპორტსა და ფეხბურთზეც. დღევანდელი გადასახედიდან, რაღაცები სახალისოდ გვეჩვენება, მაშინ კი ასე არ იყო... პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში (2021 წლის ნოემბერი) ამ ქვეყნის ლიგისთვის შეუფერებელი რამ მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო "ბელენენსეშის" რიგებში თამაში მხოლოდ 9 ფეხბურთელს შეეძლო (მათ შორის 2 მეკარე იყო), "ბენფიკას" წინააღმდეგ მათი შეხვედრა არ გადაიდო. პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრი იძულებული გახდა, მატჩი შეეწყვიტა.

საწყისი 45 წუთის შემდეგ ლისაბონელები 7:0-ს იგებდნენ, მთავარმა მსაჯმა მოტამ კი

შეხვედრის გაგრძელება შეუძლებლად ჩათვალა ("ბელენენსეშის" მოთამაშემ ტრავმა მიიღო). ნუნიესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ცოტა ხნით ადრე "ბარსელონას" კარში რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებელმა სეფეროვიჩმა - დუბლი.

"ბელენენსეში" ამჟამად პორტუგალიის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.

altბენზემას 1 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფერდა...

altGolden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბენფიკა პორტო ან სპორტინგი რო ყოფილიყო 9 კაცით ჰო გადადებდით არა? :)
ნოდო
12:48 28-11-2021
1
ბარემ ეცემათ....
საბა
12:04 28-11-2021
1

სიახლეები პოპულარული