"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

AutoSharing Option
France Football-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა და ეს ჯილდო პსჟ-ის მოთამაშე ლიონელ მესიმ რეკორდულად, მეშვიდედ მოიპოვა.

მეორე ადგილი "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამეზე კი "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გავიდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გასულ წელს კორონავირუსის გამო ცერემონია არ ჩატარებულა. 2019 წლის გამარჯვებულიც მესი გახდა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

altმესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

altლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 57 /
ლეო შე მაგარო, გილოცავთ! შენს სადღეგრძელოს ვსვამთ ბიჭები, რაჭიდან ჩამოტანილი ხვანჩკარით. ლეო! დიდი მადლობა ლამაზი ფეხბურთისთვის, დიდებულო ფეხბურთელო! იხარე და გაიხარე, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, იმედია შენი სამი ვაჟკაციდან, რომელიმე გააგრძელებს შენს გზას.
მესის, რაჭველი გულსემატკივრები.
21:59 30-11-2021
2
მესის რომ არ მოეგო კოპა ამერიკის შეურაცხყოფა იქნებოდა ძმაო და საქმეს გაურჩევდნენ არგენტინელი კაი ბიჭები.
Ubani.
21:45 30-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული