მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე პსჟ-ის შემტევ ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" რიგით მეშვიდედ მოგება მიულოცა.
"კიდევ ერთ "ოქროს ბურთს" გილოცავ. ეს ყველაფერი უნიკალური ნიჭისადმი მიძღვნილი ხარკია. შვიდჯერ დიდი მადლობა" - წერს 81 წლის ბრაზილიელი.
შეგახსენებთ, მე-2 ადგილზე პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მე-3 პოზიცია კი იტალიისა და "ჩელსის" ნახევარმცველმა ჟორჟინიომ დაიკავა.
"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია