"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიხსენა.
"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ინგლისის ნაკრებში 30 მეტრის დისტანციიდან გატანილი მაკრატელა იყო. მათ ყოველთვის ვეზიზღებოდი. ბრიტანელების თქმით, მათ წინააღმდეგ ყოველთვის ზიზღით ვთამაშობდი" - იხსენებს ზლატანი.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩსა და "როსონერის" შორის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. ფეხბურთელი სერია A-ს ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გოლი 40 წლისა და მეტი ასაკის შემდეგ გაიტანა. მოგეხსენებათ, აქამდე მსგავსი შედეგი სილვიო პიოლამ, პიეტრო ვერჰოვოდმა და ალესანდრო კოსტაკურტამ დააფიქსირეს.