ეგვიპტელი მწვრთნელი გოლის აღნიშვნისას გარდაიცვალა

AutoSharing Option
ეგვიპტური მედიის ცნობით, ადგილობრივ ჩემპიონატში მწვრთნელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისმა გუნდმა ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

"ალ მაიდის" თავკაცი, ადამ ალ სელდარი 91-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გულის შეტევით 53 წლის ასაკში გარდაივალა.

როდესაც მისი გუნდი აღნიშნავდა, ამ დროს მწვრთნელი უეცრად მოედანზე დაეცა, საავადმყოფოში მიყვანამდე კი გარდაიცვალა.

მომზადებულია gulfnews-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სამწუხაროა
ჯიჰა
20:09 04-12-2021
0

სიახლეები პოპულარული