რუსეთის პრემიერლიგის "უფას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე როსტისლავ მურზაგულოვი ამბობს, რომ გულშემატკივრები ემუქრებიან. აი, რა უპასუხა თავმჯდომარემ "სპორტ-ექსპრესს" დასმულ კითხვაზე:
- უპასუხებთ რადიკალურად განწყობილ გულშემატკივრებს, რომლებიც კომენტარებში ზღვარს გადავიდნენ?
- რადიკალებით მე ვერ დამაშინებენ. ჩემთან, ბაშკირეთში, ისინი საკმაოდ არიან, ყველა აღმსარებლობისა. დილიდან საღამომდე სიძულვილის ენით მწერენ! სხეულიდან გამოკვეთილი ყველა ნაწილის მოჭრას მპირდებიან, თავის ჩათვლით. მე ეს არანაირად არ მაღელვებს.