სლუცკი ხელშეუხებელია - "რუბინი" ნახევარმცველებს ეძებს

AutoSharing Option
მიუხედავად უხეიროდ ასპრეზობისა და რუსეთის პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე დაქვეითებისა, "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გადაყენების საფრთხე არ ემუქრება.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "ჩემპიონატთან" განაცხადა, რომ პირველი წრის შედეგები მოსალოდნელი იყო, პრობლემები ჰქონდათ, ზამთარში გაძლიერებას აპირებენ, ხოლო სლუცკის სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მისი სამუშაოდან დათხოვნა არც კი განიხილება.

რაც შეეხება ტრანსფერებს, ნახევარმცველების დამატება სურთ, ვეტერანი იური ჟირკოვის მიწვევა არ უნდათ, სამაგიეროდ, ნიკოლაი კალინსკის (ნიჟნი ნოვგოროდი) და ალეკსანდრ ლომოვიცკის (სპარტაკი) გადაბირებას ცდილობენ.

გულშემატკივრები უმაყოფილონი არიან გუნდის თამაშით. ამას სოციალურ ქსელებში გამოხატავენ და
შესაძლოა, ამიტომაა კლუბის "ფეისბუქის" გვერდი და "ტვიტერი" უკვე რამდენიმე დღეა გათიშული.

"რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დიდი ხანია არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მინიმუმ ორი მცველიც ჭირდებათ პირველ რიგში ორივე ფლაგის და განსაკუთრებით მარცხენა მაგარი მცველი რომ ხვიჩას არ მოუწიოს წამდაუწუმ უკან სირბილი !
zura222
08:06 15-12-2021
0
ძალიან კარგი რუბინი კვარაზე არანაირ იმფორმაციას რომ არ ავრცელებს, ჩემთვის ,როგორც ქართველი გულშემატივრისათვის, სრულიათ მისაღებია ხვიჩამ ითამაშოს რუბინის ძირითადში,პერიოდულად ჩამოვიდეს ნაკრებში და ესპანელების, შვედების ბერძნების დონის ნაკრებებს გოლები გაუტანოს. ამასთან,რუბინშიც არ ექნება დაბალი ხელფასი,ხო და ევროპის ტოპ კლუბში გადასვლით თუ რუბინი მილიონებს ვერ იშოვის, ჩემი სადარდებელიც ეგ იყოს.
შულაია
15:30 15-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული