სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება

AutoSharing Option
ეს უტოპია კი არა რეალობაა

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა, რომ ერთა ლიგა ამჟამინდელი ფორმატით უკანასკნელად გაიმართება, სამხრეთ ამერიკის ნაკრებებით გაფართოვდება და ეს იმითაა გამოწვეული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინააღმდეგები არიან და ამით ფიფაზე ზეწოლას განახორციელებენ.

"კონმებოლის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და მათი ქვეყნების ნაკრებების ერთა ლიგაზე მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. ფორმატზე კიდევ ვმუშაობთ. რაც შეხება გრაფიკს, შეზღუდული არ არის, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, არ აგვერევა", - განუცხადა ბონეკმა ESPN-ს.

2024 წლიდან ერთა ლიგაზე არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, პერუ და ურუგვაი
А ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო ბოლივია, პარაგვაი, ვენესუელა და ეკვადორი B ლიგაში. ყველა მატჩი ევროპაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე C ლიგაშია და იმისათვის, რათა სამხრეთამერიკელებთან თამაშის უფლება მიიღოს, რანგით დაწინაურება ესაჭიროება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
მექსიკა გამოუშვით...
Ebijo
18 დეკემბერი 2021 23:34
0
ამათ მალე ევროპის ჩემპიპნატზეც ათამაშებენ და კი გამოვა მსოფლიო ჩემპიონატი, 2 წელიწადში ერთხელ
გოგა
18 დეკემბერი 2021 12:40
0
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებზე კი უშვებენ სხვა კონტინენტების წარმომადგენლებს, მაგრამ იქ ამის რეალური მიზეზი აქვთ, სულ 10 ქვეყანაა და ჭირს სრულფასოვანი ტურნირის გამართვა, თან უეფა კონმებოლისგან განსხვავებით ფულში ცურაობს და არა მგონია ეს დაჭირდეს.
ევრო 2028-ზე მონაწილეების გაზრდაზეა ლაპარაკი 24-დან 32-მდე და თუ ეს მაინც სამხრეთამერიკელების ხარჯზე მოხდა, ჩვენნაირ ნაკრებებს არანაირი ხეირი არ ექნებათ, თუმც ჰიპოტეტურად, ამ შემთხვევაში, ფინალურ ეტაპზე გასულებს, თავისუფლად შეიძლება შეგვხვდეს ფინალურ ჯგუფში ან არგენტინა, ან ბრაზილია.
ღუტუნა
19 დეკემბერი 2021 18:00
0
"თამაში შეეძლება" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.
Semi
18 დეკემბერი 2021 10:40
1
მერე იტყვიან დისკრიმინაციაა აზიურმა, აფრიკულმა, ცენტრალურმა ამერიკამ და ოკეანეთმა რა დააშავაო და გამოვა დომხალი.დდდ
rrr
18 დეკემბერი 2021 10:36
0
თან იმ გლობალურ ერთა ლიგაში ყველაფერი გაწერილი იყო და არანაირი დომხალი. თვითოეულ ლიგაში 32 ნაკრები, 8-8 4-გუნდიანი ჯგუფით და თავისი 4-4 გუნდიანი ფლეი-ოფებით, რომლებსაც თვითოეული ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები გაითამაშებდნენ, ისე როგორც ევროპის ერთა ლიგაში ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი უეფამ და G-14-მა არ მოინდომეს. უეფა-მ იმიტომ რომ ევროპის ერთა ლიგის ადგილი აღარ რჩებოდა მსოფლიო საფეხბურთო კალენდარში, G-14-მა კი ფეხბურთელების გადაღლაზე გააკეთა აქცენტი, რომელთაც თანამედროვე მსოფლიოში დამსახურებით თუ დაუმსახურებლად მილიონებს უხდიან.
სტალინი
18 დეკემბერი 2021 12:12
0
ამიტომაც წამოაყენა ჯანი ინფანტინომ 2 წლის წინ იდეა, შექმნილიყო გლობალური მსოფლიო ერთა ლიგა 7 დონით(ლიგით), სადაც ჩვენ მე-4-ე ან მე-5-ე მსოფლიო ერთა ლიგაში ვხვდებოდით სავარაუდოთ სურინამთან, ბურკინა-ფასოსთან, ტაილანდთან, ახალ ზელანდიასა და მათნაირებთან ერთად, დამატებული ბელარუსი და მისი დონის ევროპული ნაკრებები, მაგრამ ამ იდეას წინააღმდეგობა შეხვდა უეფასგან და ბობოლა ევროპული კლუბებისგან და ფიფაც მსოფლიო ჩემპიონატების 2 წელიწადში ერთხელ გამართვაზე ალაპარაკდა. ახლა, ეს რომ არ მოეწონათ, ევროპელებმა ფიფას თავისივე იდეა შემოუბრუნეს, ოღონდ მხოლოდ სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატებით. ასე რომ არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. ეს ყველაფერი "ბებერი ევროპი"-ს ოინებია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ბატონობა უნდა და უნდოდა ყველგან და ყველაფერში, ახლა კი ეს ბატონობის სურვილი ფეხბურთში გამოიხატება.
სტალინი
18 დეკემბერი 2021 12:04
0
თან ასეთ შემთხვევაში D სუსტების ლიგა საერთოდ გაუქმდება, რაც დაარღვევს UEFA-ს იმ პრინციპს, რისთვისაც საერთოდ ეს ერთა ლიგა შეიქმნა, ნაკრებების დახარისხება სიძლიერის მიხედვით. თუ არა და ხომ გვაქვს ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპები სადაც სან-მარინო ინგლისთან 0:10-ზე აგებს. რომ არ ყოფილიყო ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპები ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის და თავიდანვე ყოფილიყო მხოლოდ ერთა ლიგა, ვერასოდეს მოვხვდებოდით სხვადასხვა დროს ჯგუფებში ერთად: 4-ჯერ იტალიასთან, 2-2 ჯერ გერმანია-საფრანგეთ-ესპანეთთან და ერთხელაც ინგლისთან.
ღუტუნა
18 დეკემბერი 2021 10:25
0
ვნახოთ, როცა საბოლოოდ დამტკიცდება რეგლამენტი, მაშინ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნების გამოტანა. ისე კი ცნობისთვის, პირველი გათამაშების შემდეგ ფორმატი დამტკიცებული იყო, მაგრამ მერე შეცვალეს და ზედა ლიგებში 12-ს ნაცვლად უცბად 16 აღმოჩნდა. შესაბამისად, წინა გათამაშებაში, D ლიგიდან C-ში საქართველოს ნაკრებთან ერთად ის ნაკრებებიც აღმოჩნდენ, რომელთაც სატურნირო მდგომარეობით პირველი გათამაშების შემდეგ ჯგუფებში პირველი ადგილები არ დაუკავებიათ და ეს არ დაუმსახურებიათ, მაგ. სომხეთის ნაკრები სწორედ რომ ფორმატის ცვლილების გამო აღმოჩნდა C ლიგაში. ამიტომ, მე მაინც ჩემს ვარიანტს ვემხრობი(A ლიგა 16 ნაკრები, B ლიგა 16 ნაკრები, C ლიგა 16 ნაკრები და D ლიგა 17 ნაკრები), ვინაიდან უფრო დაბალანსებული ჩანს. A და B ლიგებში 24-24 ნაკრები, C ლიგისთვის დატოვებს მხოლოდ 17 ნაკრებს. B-დან C ლიგაში გავარდნა დარჩენის საკითხი გამოიწვევს უამრავი ფლეი-ოფის თამაშის დამატებას, რაც არა მგონია UEFA-სათვის მისაღები იყოს.
ღუტუნა
18 დეკემბერი 2021 10:14
0
თუ ასე ძალიან გინდათ შეეხვეწეთ და ისე გეთამაშებიამ ამხანაგურს აბა დივიზიონებიან ტურნირში მაგათ როგორ მივუახლოვდებით?
წითელიმწვანე
17 დეკემბერი 2021 23:59
1
ხვეწნაზე არავინ დაგთანხმდება. ეგ ორი ნაკრები ოფიციალურად ითხოვს ფულს, რომ ჩვენნაირ გუნდს ეთამაშოს
kaxa
18 დეკემბერი 2021 11:00
0
ნეტავ სულ სამხრეთ ამერიკის ჯგუბში ვიყოთ
kiki
17 დეკემბერი 2021 23:39
4
ასეთ შემთხვევაში A ლიგიდან 6 ყველაზე სუსტი ევროპული ნაკრები(ამ გათამაშების მაჩვენებლებით) ჩამოქვეითდება B ლიგაში, ხოლო B ლიგიდან კიდევ 4 ყველაზე სუსტი ევროპული ნაკრები დაემატება და უკვე 10 ევროპული ნაკრები ჩამოქვეითდება C ლიგაში, რათა როგორც ითქვა ადგილი გაუნთავისუფლონ ზედა ლიგებში სამხრეთამერიკულ ნაკრებებს. ამას მოყვება ის, რომ შესაბამისად C ლიგაში უკვე აღარ იქნება ადგილი ყველაზე სუსტი 10 ევროპული ნაკრებისთვის, მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის(თუ არ დავიკავეთ ჯგუფში 1 ადგილი ან არ მოვხვდით 2 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის) და ისინი დაქვეითდებიან D ლიგაში, სადაც ახლანდელი 7-ს ნაცვლად გახდება 17 ნაკრები და ასე დალაგდება ბალანსი(A ჯგუფი 16 ნაკრები, B ჯგუფი 16 ნაკრები, C ჯგუფი 16 ნაკრები და D ჯგუფი 17 ნაკრები). ელემენტარული არითმეტიკაა და ნუ მივეცემით ფუჭ ოცნებებს, რომ არგენტინა-ბრაზილიას შევხვდებით, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება.
ღუტუნა
17 დეკემბერი 2021 21:46
2
ხომ შეიძლება უბრალოდ დივიზიონების რაოდენბკა ვაიზარდის. დაემატოს ე ჯგუფიც. იმიტომ რომ ჯამში უფრო მეტი ადგილი იქნება გასათამაშებელი სამხრეთ ამერიკის კვოტაც რომ დაემატება
სხვანაირად?
18 დეკემბერი 2021 00:32
2
არგენტინა-ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში, რა თქმა უნდა, ვერ მოვხვდებით, სრული აბსურდია, მაგრამ ამ გათამაშების ფორმატი დამტკიცებულია და ვერავის ვერსად ვერ დააქვეითებენ იმაზე მეტად, ვიდრე დამტკიცებული ფორმატით ეკუთვნის. შესაბამისად A ლიგას სავარაუდოდ B ლიგიდან კიდევ 2 გუნდს დაუმატებენ და 24 გუნდი აღმოჩნდება A ლიგაში, რაც 4 6-გუნდიანი შექმნის საშუალებას გააჩენს. თამაშებსაც ალბათ ერთ წრედ ჩაატარებენ - თუ სამხრეთ ამერიკული გუნდები ევროპაში ითამაშებენ, მათთან გასვლა ისედაც ფიზიკურად ვერ მოხერხდება და თამაშების რაოდენობაში ჩაეტევიან. თუ B ლიგაშიც მსგავსი ლოგიკა იმოქმედებს, მანდ არავინ გავარდება ამ გათამაშების შედეგად და ქვემოდან 6 გუნდი ამოვა, რაც 2 საუკეთესო მეორეადგილოსანს ზემოთ ასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ბრაზილიის და არგენტინის რა გითხრათ და ბოლოვია-ვენესუელა მთლად გამორიცხულიც არ ყოფილა :D
დათა თუთაშხია
17 დეკემბერი 2021 23:55
0
ალბათ უკვე ნერვიულობენ საქართველოსთან არ მოვხვდეთ ჯგუფშიო. DDD
G.LA
17 დეკემბერი 2021 21:41
2
ჩაგეთვალა! )))))))))))))))))))
ILIA
17 დეკემბერი 2021 22:50
0

სიახლეები პოპულარული