20 დეკემბერს "ფერენცვაროშის" მწვრთნელად, რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ, რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი დანიშნეს. რუსული პრესა სისტემატურად აღნიშნავს, რომ ჩერჩესოვი საკმაოდ რთული ხასიათისაა და ხშირად აქვს კონფლიქტი ჟურნალისტებთან და ფეხბურთელებთან. ამის შესახებ РБ Спорт-თან ინტერვიუში "ამკარის" ექსკაპიტანმა ალეკსეი პოპოვმა ისაუბრა:
"თუ ჩერჩესოვი არაფერს გააფუჭებს, ვფიქრობ, "ფერენცვაროში" ისევ ჩემპიონი გახდება. რაც შეეხება დანიშვნას, ამაში გასაკვირი არაფერია. ადამიანმა, როგორც ბევრი თვლის, რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში გაიყვანა. ბუნებრივია, ეს მრავალი ქვეყნისთვის მიღწევაა.
ეს ჩვენთან ყველამ იცის, ვინაა ჩერჩესოვი
და რას წარმოადგენს. შესაძლოა, ამიტომ ვერ იშოვა აქ სამუშაო. ზარემამ ("სპარტაკის" მფლობელ ლეონიდ ფედუნის მეუღლე) ხომ თქვა, ჩვენთან მხოლოდ ჩემს ცხედარზე გადაბიჯებით მოვაო. შეიძლება რუსეთში ასე ბევრი ფიქრობს.
ეს ჩვენთან ყველამ იცის, ვინაა ჩერჩესოვი
მარტინ იაკუბკომ (რუსეთში მოთამაშე ყოფილი სლოვაკი თავდამსხმელი) რაც მასზე თქვა, რა თქმა უნდა, წავიკითხე. მასზე იგივე შეუძლია რუსეთში ყოველმა მეორე ფეხბურთელმა თქვას, ყველამ ყველაფერი იცის, დასამალი არაფერია. ჟურნალისტებმაც იციან, მათ როგორ ეპყრობა. თუ რეპორტიორებს პირდაპირ ეთერში ასე ეუხეშებოდა, თქვენ ფიქრობთ, რომ ის ფეხბურთელებს ადამიანებად მიიჩნევს? რა თქმა უნდა, არა.
პოლონეთშიც მოთამაშეები ჩერჩესოვზე იმავეს ამბობდნენ ("ლეგიას" მწვრთნელი იყო - რედ.). როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემთან უნდა გაერკვია ურთიერთობა. გაუმართლა. კისერზე კინაღამ შარფი შემოვუჭირე. ეს "ამკარში" მოხდა. საქმე ლამის ჩხუბამდე მივიდა. არ მინდა ჩავუღრმავდე".