მიქაუტაძის "სერენი" ახალ მწვრთნელს ელის

AutoSharing Option
"სერენმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს, ბელგიის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე დაქვეითდა, თასიდანაც გამოვარდა და მისი მწვრთნელი ჟორდი კონდომი სამუშაოდან დაითხოვეს.

თუმცა კონდომისთვის უკვე ეს მატჩამდე იყო ცნობილი. მას ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტეს და კლუბის სისტემაში იმუშავებს.

კონდომი "ბარსელონას" აღზრდილია, ზაფხულამდე ბელგიური "ეუპენის" სპორტული დირექტორი იყო, "სერენი" კი შემდეგ ჩაიბარა.

"სერენმა" ფეხბურთელები 3 იანვრამდე შვებულებაში გაუშვა და სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით გააგრძელებს, რომლის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული