ბელგიის ჟუპილერ ლიგის 21-ე ტურში „სერენი“ გასვლაზე „მეხელენთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ და ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. დღევანდელ მატჩში გიორგის „მეხელენის“ ფრანგი მცველი ტიბო პეირე პერსონალურად მეურვეობდა და მაქსიმალურად შეუზღუდა სამოქმედო სივრცე.
ქართველმა თავდამსხმელმა ბოლოს 27 ნოემბერს „სენტ-ტრუიდენს“ გაუტანა. აგრეთვე, 30 ნოემბერს თასზე „ანდერლეხტთან“ პენალტი გამოიყენა.
„სერენმა“ ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 15 იანვარს ლიდერ „უნიონს“ უმასპინძლებს.