კონსეისაომ შვილი ცვლილებაზე შეუშვა და გამარჯვების მომტანი გოლიც მიიღო - "პორტუსა" და "ესტორალის" ემოციური დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-17 ტურში "პორტუ" "ესტორილ პრაიას" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი არტულ გომესისა (38) და ანდრე ფრანკოს (43) გოლების წყალობით 2:0 მოიგეს.

შემდეგ პორტუგალიური გრანდი გააქტიურდა და მეორე ნახევარში 3 გოლის გატანა მოახერხა, სტუმართა მხრიდან თავი მეჰდი ტარემიმ (39), ლუის დიაზმა (84) და ფრანცისკო კონსეისაომ (89) გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანსისკო მთავარი მწვრთნელის, სერხიო კონსეისაოს შვილია. მამისგან 87-ე წუთზე ნდობა მიიღო, მოედანზე სათამაშოდ უხმო და შვილმაც იმედები გაუმართლა, გატანილი გოლიც, რა თქმა უნდა, ერთად აღნიშნეს.

ამრიგად, "პორტუ"
47 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 17 იანვარს, "ბელენენსესის" წინააღმდეგ გამართავს.

"ესტორილი" 25 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 16 იანვარს, "არუკას" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული