"გალათასარაიმ" მწვრთნელ ფათიხ თერიმს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
68 წლის თერიმმა "გალათასარაი" 25 წლის განმავლობაში მეორედ დატოვა. მისი სამუშაოდან დათხოვნის მიზეზი გუნდის უხეირო ასპარეზობაა.
თერიმი "გალათასარაის" 1996-2000, 2002-2004, 2011-2013 და 2017 წლიდან დღემდე ედგა სათავეში. თერიმის ხელმძღვანელობით, "გალათასარაი" 8-ჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი და უეფას თასი მოიპოვა.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ირწმუნება, რომ თერიმს "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ ტორენტი შეცვლის.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გალათასარაი" "ჰათაისპორის" ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის სამსახურით
დაინტერესდა.