თურქეთის ნაკრების 27 წლის მცველი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

AutoSharing Option
თურქი ფეხბურთელი 27 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

აჰმედ ილმაზ ჩალიკი მანქანას ავტომაგისტრალზე მართავდა, როდესაც კონტროლი დაკარგა.

როგორც ცნობილია, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მაგრამ ჩალიკი გარდაცვლილი იპოვეს.

ავარიის დროს მანქანაში ერთადერთი ადამიანი იმყოფებოდა.

მცველმა თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და გამოძახების მიუხედავად, ევრო 2016-ზე არ გამოცხადდა.

ის "ქონიასპორს" 2020 წელს "გალათასარაიდან" შეუერთდა.

კლუბმა მათი ცენტრალური მცველის სამძიმარი გამოაქვეყნა:

”ჩვენ ღრმად ვწუხვართ მისი დაკარგვის გამო. ჩალიკმა ჩვენი გულშემატკივრებისა და ქალაქის სიყვარული პირველი დღიდან მოიპოვა."


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული