ფაბიო კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
48 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ მიიღო, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ გუნდის 24 მარტს დანიშნულ რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის სრულფასოვნად მომზადებას მოასწრებდა.
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია მზად იყო მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.
კანავარო ადრე "ევერგრანდში", "ალ-ნასრსა" და "ტიანცზინში" მუშაობდა, აგრეთვე დროებით ასრულებდა ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობას. ის 2021 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარია.