24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია, რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მშობლიურ გუნდში კი ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა.
"სპარტაკს" ის ადრე იჯარით "ტოსნოში", "ტამბოვსა" და "ახმატში" ჰყავდა გაშვებული, შემდეგ უკან დაიბრუნა, აგვისტოდან ნოემბრამდე ტრავმირებული იყო, გასულ სეზონში კი 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა - საერთო ჯამში მხოლოდ 62 წუთი ითამაშა.
Metaratings-ის ცნობით, გიორგი დუბლებთან ერთად ვარჯიშობს და პირველი გუნდი დუბაიში შეკრებაზე არ წაიყვანს.