ლა ლიგამ, უკრაინელთა მოთხოვნით, ყირიმთან დაკავშირებით შეცდომა გაასწორა

AutoSharing Option
ლა ლიგის საიტმა მატჩების ოფიციალური ტელემაუწყებლობის რუკაზე ყირიმი რუსეთის საზღვრებში მოხაზა, რამაც უკრაინის პროტესტი გამოიწვია.

ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერგეი პოგორელცევმა ამასთან დაკავშირებით ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს მიმართა და შეცდომა გასწორებულ იქნა.

შეგახსენებთ, 2014 წლის კრიზისის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ქვეყნების უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს ყირიმს უკრაინის შემადგენელ ნაწილად.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკრაინაში საიტზე სადაც ბინების დაქირავება შეიძლება, მითითებულ ქვეყნების სიაში აფხაზეთიც ფიგურირებს. მე ამ საიტის (DOBOVO.) ოფისში პროტესტი გამოვთქვი და ჩვენ საელჩოშიც დავრეკე, არავითარი შედეგი არ მოყოლია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული