ნეიმარს ახალი სიყვარული ჰყავს, თანაც როგორი? [PHOTO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა მსოფლიოს ახალი შეყვარებული გააცნო. საუბარია ბრუნა ბიანკარდიზე. მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე თვეა სუპერვარსკვლავსა და მის სატრფოზე სხვადასხვა ინფორმაცია იწერება.

გასულ აგვისტოს წყვილი იბიცაზე ერთად ისვენებდა, შობას ბრაზილიელი ლამაზმანი ნეიმართან ერთად მშობლიურ ქვეყანაში შეხვდა, ჭორები კი ფოტოსურათმა გამოიწვია, სადაც ბიანკარდი ანხელ დი მარიას, მარკო ვერატის, ლეანდრო პარედესისა და ლიონელ მესის მეუღლეებთან ერთადაა.

ნეიმარი ამჟამად ტრავმირებულია და "პარი სენ ჟერმენის" თამაშებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებს, "ნანტთან" მატჩის დროს კი პაპარაცებმა ბიანკარდი ფეხბურთელთან ერთად
დააფიქსირეს.

"სელესაოელ" შემტევს ერთი შვილი, დავი ლუკა ჰყავს, თუმცა, როგორც თავად სამხრეთამერიკელი ამბობს, სურს, რომ 9 წლის შვილს რამდენიმე და-ძმა აჩუქოს.

"უკვე 30 წლის ვარ. მშვენიერი საფეხბურთო კარიერა გამომივიდა. ახლა პირად ცხოვრებაში მინდა ბევრი რამ შევცვალო და დავის და-ძმები ვაჩუქო", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 1-ელ მატჩს პსჟ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ 16 თებერვალს გამართავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი რეაბილიტაციას და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

Sportall.Ge


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთს ეგ ვეღარ თამაშობს და თავისი მილიონებით რა საქმეც გამოსდის ერთი ესაა :D
Dato
10:16 18-01-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული