The Best 2022 - ლევანდოვსკი კვლავ საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ციურიხში ფიფას წლის რჩეულ ფეხბურთელთა დაჯილდოება (The Best 2022) გაიმართა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. სამეულში ლეო მესი (ბარსელონა/პსჟ) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) მოხვდნენ.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი -  ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)

საუკეთესო მეკარე კაცთა და ქალთა შორის  - ედუარდ მენდი (ჩელსი) და კრისტინ ენდლერი (ლიონი)

ფეირ-პლეი - დანიის ნაკრები, დანიის ნაკრების საექიმო შტაბი და პერსონალი

ფანები - დანიელი და ფინელი ქომაგები

საუკეთესო მწვრთნელი კაცთა და ქალთა შორის - თომას
ტუხელი (ჩელსი) და ემა ჰეიესი (ჩელსი)

ფერენც პუშკაშის სახელობის საუკეთესო გოლის ჯილდო "სევილიას" არგენტინელ ნახევარმცველ ერიკ ლამელას გადაეცა

სპეციალური ჯილდო ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით დამყარებული რეკორდისთვის - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

სიმბოლური ნაკრები: დონარუმა (იტალია), დიაში (პორტუგალია), ბონუჩი (იტალია), ალაბა (ავსტრია), კანტე (საფრანგეთი), ჟორჟინიო (იტალია), დე ბრუინი (ბელგია), მესი (არგენტინა), ლევანდოვსკი (პოლონეთი), ჰოლანი (ნორვეგია), რონალდო (პორტუგალია)

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ყოველთვის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესია!
ერთგული ქომაგი, ნონა.
12:39 18-01-2022
2
დონარუმა რა შუაშია?
1

myquiz

სიახლეები პოპულარული