ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელი სერიოზულ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
ყოველდღიური ბელგიური გაზეთი "სტანდარდი" იტყობინება, რომ "გენტის" მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

გამოცემის ცნობით, ბელგიურ ფეხბურთში მთელი თაღლითური სქემა გამოვლინდა და გამომძიებლები გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელის საქმით დაინტერესდნენ. კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ როდესაც ის პირველად იყო "გენტის" თავკაცი (2014-17 წლები), "შავი სალაროდან" 283 750 ევრო მიიღო.

ეს თანხა ვანჰეზებრუკმა საფეხბურთო აგენტის, მეხდი ბაიატის მიერ შექმნილი ფიქტიური ანგარიშებიდან და ფალსიფიცირებული ტრანსფერებიდან საკომისიოს სახით მიიღო.

ბელგიურ ფეხბურთში გამოვლენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამო 57 პირი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ, თუმცა მათ შორის
ჯერ ვანჰეზებრუკი არ არის, ვინაიდან აშკარა მტკიცებულებები იმისა, რომ მან ბაიატისგან ფული მიიღო, არ არსებობს, მაგრამ პროკურატურა თვლის, რომ  ყველა საფუძველი აქვთ საქმის აღსაძვრელად.

ბატონი ჰეინი აცხადებს, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ინსინუაციას აქვს ადგილი, არ დაუდანაშაულებიათ, არ დაუკითხავთ, ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებდა და არაფერი აქვს დასამალი.

"მე "გენტისგან" ბონუსებს ვიღებდი. ეს ნორმალურია. პრესაში დასახელებული თანხა უბრალოდ არანორმალურია. ჩემ მიერ მიღწეული დიადი შედეგების გამო საკონტრაქტო პერიოდისას სახელშეკრულებო პირობების ფინანსური მხარის კორექტირება რამდენჯერმე მოხდა. ყველა საგადასახადო ვალდებულება შევასრულე. მისტერ ბაიატის საქმეებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ვანჰეზებრუკმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე მეტად კომენტარს არ გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს... საეღტოდ არ მაინტერესებს ჰეინ ვანჰეზებრუკის ამბები. ბელგიამ იდარდოს...
tngh
15:24 19-01-2022
0
ძალიან კარგი ამბავია. ყოველთვის არ მომწონდა ეს ტიპი. იმედია, გააგდებენ და ახალი მწვრთნელი ნახავს გიორგისთან საერთო ენას. გიორგის დახმარება და თანადგომა სჭირდება.
ქ. გ.
12:12 19-01-2022
3

სიახლეები პოპულარული