მესის გარეშე, არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-15 და მე-16 ტურის შეხვედრებისთვის, სადაც ჩილესა (28 იანვარი) და კოლუმბიას (2 თებერვალი) უნდა დაუპირისპირდნენ, შემადგენლობა დაასახელა.

მოულოდნელად, განაცხადში პსჟ-ის ვარსკვლავსა და "ალბისელესტეს" კაპიტანს, ლიონელ მესის ვერ შეხვდებით. მიზეზი კი კოვიდ 19-ის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გახლავთ.

განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი"), ხუან მუსო ("ატალანტა"), ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა"), ესტებან ანდრადა ("მონტერეი").

მცველები: გონსალო მონტიელი, მარკოს აკუნა (ორივე "სევილია"), ნაუელ მოლინა ("უდინეზე"), ლუკას მარტინესი ("ფიორენტინა"), ხერარდ პესელა ("ბეტისი"), ნიკოლას
ოტამენდი ("ბენფიკა"), სილანდრო მარტინესი, ნიკოლას ტალიაფიკო (ორივე "აიაქსი").

ნახევარდაცვა: ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე პსჟ), ლუკას ოკამოსი, პაპუ გომესი (ორივე "სევილია"), გუიდო როდრიგესი ("ბეტისი"), ჯოვანი ლო სელსო ("ტოტენჰემი"), ალექს მაკ-ალისტერი ("ბრაიტონი"), ემილიანო ბუენდია ("ასტონ ვილა"), როდრიგო დე პაული ("ატლეტიკო"), ნიკოლას გონსალესი ("ფიორენტინა").

თავდამსხმელები: პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), ლაუტარო მარტინესი, ხოაკიმ კორეა ("ინტერი"), იულიან ალვარესი ("რივერ პლეიტი")

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის გარეშე, არგენტინის ნაკრების ყურება არ მინდა!
0

myquiz

სიახლეები პოპულარული