დღევანდელი განაჩენის შემდეგ კი ყოფილ "სელესაოელს" გასაჩივრების საშუალება აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. ერთადერთი ისღაა გასარკვევი, სად გაატარებს 9 წელს - იტალიის ციხეში თუ ბრაზილიის. იმავე სიტუაციაშია რობინიოს მეგობარი რიკარდო ფალკოც.
ამასთან ერთად, ბრაზილიელი დაზარალებულს 60 000 ევროს გადაუხდის
UOL-ზე დაყრდნობით, რობინიოს ადვოკატები არ არიან დარწმუნებული, რომ რომის სასამართლო ექსფეხბურთელს ბრაზილიის ციხეში განაწესებს. სავსებით რეალურია, რომ იტალიურმა მხარემ ყოფილი "სელესაოელის" ექსტრადირება მოითხოვოს, თუმცა ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ბრაზილიას ურჩევნია, ფეხბურთელმა სასჯელი იტალიაში მოიხადოს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით