"პორტუს" მცველზე ვარაუდობენ, რომ დაფიქსირებულ ასაკზე 6 წლით უფროსია... სკანდალი პორტუგალიაში

AutoSharing Option
ფეხბურთელის ასაკთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების გამო ჩანსელ მბემბასა და "პორტუს" გზები გაიყარა.

ოფიციალური მონაცემებით კონგოელი ფეხბურთელი 27 წლისაა (1994 წლის 8 აგვისტო), თუმცა გავრცელებული ამბავის მიხედვით, აფრიკელი სპორტსმენის დაბადების თარიღად ასევე შეხვდებით 1988, 1990, 1991 და 1994 წლებს, აქედან გამომდინარე, მცველი შესაძლოა 27 წლის კი არა, არამედ 33 იყოს.

მოგეხსენებათ, FIFA-მ მბემბას ასაკთან დაკავშირებით საჩივარი ადრეც შეიტანა, ამიტომ პორტუგალიური გუნდი ზედმეტად თავს აღარ აიტკიებს და ფეხბურთელს კონტრაქტს აღარ გაუხანგძლივებს (სეზონის ბოლოს გასდის).

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები: