"რუბინის" 29 წლის თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და არც ყაზანური კლუბია მისი გაშვების წინააღმდეგი, ვინაიდან ქრონიკული ტრავმა აქვს და მისი ჭირვეულობით დაიღალნენ.
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, მოსკოვის "დინამოსთან" 0:2 დამარცხების შემდეგ დესპოტოვიჩს უთანხმოება მოუვიდა მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისთან. დესპოტოვიჩს "ასტანა" ეპატიჟებოდა, მაგრამ არ იყო მზად ის ხელფასი გადაეხადა, რომელსაც "რუბინში" 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით იღებდა- 1 მილიონ ევროს.
"რუბინმა" ხელშეკრულება მოსკოვის "ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილ ფორვარდს ვიტალი ლისაკოვიჩს გაუფორმა და დესპოტოვიჩის პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტას ცდილობს.