10+2.5 მილიონი შევჩენკოს და ვა-ბანკი - მუნდიალზე რუსეთთან პლეი-ოფის მატჩი!

AutoSharing Option
ანდრეი შევჩენკო "ჯენოაში" ორი თვის მუშაობის შემდეგ გადააყენეს, სამწლიანი კოტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტეს და კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს, - იტყობინება ТаТоТаке-ის წამყვანი ანდრეი სენკივი.

პოლონეთის ფეხბურთის კავშირი უკვე შეუთანხმდა შევჩენკოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე და ეს ოფიციალურად 31 იანვარს უნდა გამოაცხადოს. თავიდან შევჩენკომ წლიურ გასამრჯელოდ 3 მილიონი მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ მხარეები 2.5 მილიონზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ნაწილს ფეხბურთის კავშირი, ნაწილს კი სპონსორები გადაუხდიან. უკრაინელის თანაშემწეები ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ეჟი დუდეკი და ლუკაშ პიშეკი იქნებიან.

24 მარტს პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე
გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს დაუპირისპირდება და შევჩენკო მძიმე ამოცანის წინაშე დგას. პოლონელთათვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თანაც, უკრაინელი მწვრთნელისთვის რუსეთთან და თანაც, დღევანდელ სიტუაციაში წაგება, მძიმე დარტყმა იქნება.

Meta-ratings-ის ცნობით, პოლონეთის ფეხბურთის კავშირის თავკაცი ცეზარ კულეშა შევჩენკოს რუსეთთან დამარცხების შემთხვევაშიც კი ხელშეუხებლობას დაჰპირდა და ის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ერთა ლიგის მატჩებისასაც იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ანდრიუხა, გაულაღლაღე ოკუპანტებს პლეი-ოფში !
Levan1
04:01 25-01-2022
6

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული