8 დაღუპული და 38 დაშავებული - ტრაგედია აფრიკის თასზე

AutoSharing Option
აფრიკის თასის 1/8-ფინალური მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს კამერუნი და კომორის კუნძულები (2:1) შეხვდნენ, სტადიონის ახლოს ტრაგიკული შეტაკება მოხდა.

კამერუნის მთავრობის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა, 7-მა პირმა სერიოზული ტრავმები მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, გაიზრდება თუ არა დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, მატჩს 50 000 ადამიანი დაესწრო. სტადიონის ტევადობა 60 000 გახლავთ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვებით დასწრების მაჩვენებელი 80% იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული