ჟურნალისტმა ლუის კანუტემ TV3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ექსფეხბურთელი ლიონელ მესი ყოფილ თანაგუნდელ ჟერარდ პიკეზე გულგატეხილია. სპორტსმენებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა.
წყაროს თქმით, არგენტინელი გაბრაზებულია, რომ ესპანელმა მცველმა ხორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის მსგავსად ხელფასი არ დაიკლო, რათა ლეო "ბლაუგრანაში" დარჩენილიყო.
"პიკეს თავის დროზე კონტრაქტის არგახანგრძლივებამ მესი დააზარალა. ის იმედგაცრუებულია. ლეო გრძნობს, რომ უღალატეს, რადგან ჟერარდმა ხელშეკრულება მანამ არ განაახლა, სანამ არგენტინელს გუნდიდან წასვლა არ მოუწია.
"ალბისელესტეს" კაპიტანს სჯერა, რომ "ფურია როხას" მცველს კონტრაქტი ადრევე რომ განეახლებინა, მას გუნდიდან წასვლა აღარ
მოუწევდა", - განაცხადა კანუტმა.
შეგახსენებთ, მესი პსჟ-ს 2021 წლის აგვისტოს თვეში უფასოდ შეუერთდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით