მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ლუის კანუტემ TV3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ექსფეხბურთელი ლიონელ მესი ყოფილ თანაგუნდელ ჟერარდ პიკეზე გულგატეხილია. სპორტსმენებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა.

წყაროს თქმით, არგენტინელი გაბრაზებულია, რომ ესპანელმა მცველმა ხორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის მსგავსად ხელფასი არ დაიკლო, რათა ლეო "ბლაუგრანაში" დარჩენილიყო.

"პიკეს თავის დროზე კონტრაქტის არგახანგრძლივებამ მესი დააზარალა. ის იმედგაცრუებულია. ლეო გრძნობს, რომ უღალატეს, რადგან ჟერარდმა ხელშეკრულება მანამ არ განაახლა, სანამ არგენტინელს გუნდიდან წასვლა არ მოუწია.

"ალბისელესტეს" კაპიტანს სჯერა, რომ "ფურია როხას" მცველს კონტრაქტი ადრევე რომ განეახლებინა, მას გუნდიდან წასვლა აღარ
მოუწევდა", - განაცხადა კანუტმა.

შეგახსენებთ, მესი პსჟ-ს 2021 წლის აგვისტოს თვეში უფასოდ შეუერთდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხო გაასაჯაროვა პიკემ საბანკო ამონაწერი და 1500 ლარი ერიცხება თვეში
sul2
12:05 01-02-2022
2
ბარსა რაც არის მესის გარეშე კი ვხედავთ. მესი ბერსას გარეშე? ბარსას გარეშე მოაგებინა არგენტინას კოპა, თან ბრაზილიაში თან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიდა საუკეთესო ასისტენტი, საუკეთესო ფეხბურთელი.ოთხჯერ ათამაშა ფინალებში არგენტინა აქედან ერთხელ მსოფლიოზე. ფინალისტობა რის მერე აღარ ითვლება არაფრად, ყველა სპორტში? ახლა პსჟ ში ლიგაზე გუნდის საუკეთესო მეგოლეა ხოდა საფრანგეთის ჩემპს თუ გულისხმობთ იქ ნახევარი ლამის თამაშები გამოტოვებული აქვს სხვადასხვა მიზეზით და ვერც მოტივაცია ექნება ვანსამუთრებული, გუნდი 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. და მიუხედავად ამისაიქაც ყველაზე მეტი ასისტი აქვს თუ არ ვცდები. ფეხბურთს უყურეთ, უფრო ხშირად!
ანნტ
12:16 28-01-2022
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული