მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ლუის კანუტემ TV3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ექსფეხბურთელი ლიონელ მესი ყოფილ თანაგუნდელ ჟერარდ პიკეზე გულგატეხილია. სპორტსმენებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა.

წყაროს თქმით, არგენტინელი გაბრაზებულია, რომ ესპანელმა მცველმა ხორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის მსგავსად ხელფასი არ დაიკლო, რათა ლეო "ბლაუგრანაში" დარჩენილიყო.

"პიკეს თავის დროზე კონტრაქტის არგახანგრძლივებამ მესი დააზარალა. ის იმედგაცრუებულია. ლეო გრძნობს, რომ უღალატეს, რადგან ჟერარდმა ხელშეკრულება მანამ არ განაახლა, სანამ არგენტინელს გუნდიდან წასვლა არ მოუწია.

"ალბისელესტეს" კაპიტანს სჯერა, რომ "ფურია როხას" მცველს კონტრაქტი ადრევე რომ განეახლებინა, მას გუნდიდან წასვლა აღარ
მოუწევდა", - განაცხადა კანუტმა.

შეგახსენებთ, მესი პსჟ-ს 2021 წლის აგვისტოს თვეში უფასოდ შეუერთდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხო გაასაჯაროვა პიკემ საბანკო ამონაწერი და 1500 ლარი ერიცხება თვეში
sul2
01 თებერვალი 2022 12:05
2
ბარსა რაც არის მესის გარეშე კი ვხედავთ. მესი ბერსას გარეშე? ბარსას გარეშე მოაგებინა არგენტინას კოპა, თან ბრაზილიაში თან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიდა საუკეთესო ასისტენტი, საუკეთესო ფეხბურთელი.ოთხჯერ ათამაშა ფინალებში არგენტინა აქედან ერთხელ მსოფლიოზე. ფინალისტობა რის მერე აღარ ითვლება არაფრად, ყველა სპორტში? ახლა პსჟ ში ლიგაზე გუნდის საუკეთესო მეგოლეა ხოდა საფრანგეთის ჩემპს თუ გულისხმობთ იქ ნახევარი ლამის თამაშები გამოტოვებული აქვს სხვადასხვა მიზეზით და ვერც მოტივაცია ექნება ვანსამუთრებული, გუნდი 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. და მიუხედავად ამისაიქაც ყველაზე მეტი ასისტი აქვს თუ არ ვცდები. ფეხბურთს უყურეთ, უფრო ხშირად!
ანნტ
28 იანვარი 2022 12:16
5
ჯიგარი ხარ! ეტყობა ზოგიერთები ფეხბურთის გაგებაში არ არიან, ოღონდაც მესი გააკრიტიკონ და ყველაფერს მოუგონებენ.
ანნტ-ს
28 იანვარი 2022 14:14
2
თუ ეს სიმართლეა, მაშინ ასეთი სინაგლე მე არ გამიგია. რა არის ეს - შენი გამოიღე ჩემი უნდა შევდოო?? თვითონ რო ყველაზე მაღალი ხელფასი ქონოდა სხვებს რატო უნდა დაეკლოთ? თვითონ რატო არ უნდა დაეკლო? სხვებზე რამდენჯერ მეტი აქვს აღებული ადენი ხნის მანძილზე?
რა ქვია ამას არ ვიცი რა!
New
27 იანვარი 2022 12:07
12
რა ქვია ამასო რო კითხულობ!! რა ქვია და მესსი..ტრაორეზე პიკეზე და უმტიტზე მეტი ხელფასი რატო უნდა ქონდეს მესის თუ მაგას ვერ ხვდები კარგად გქონია საქმე
Gela
01 თებერვალი 2022 11:13
0
ჯერ ესეთი მესის, არავისთან არა აქვს "დასამტკიცებელი", თუ რა დონის ფეხბურთელია. ეგ უკვე იცის მთელმა მსოფლიომ! ეს მარტო შენისთანა "ჩასაფრებულმა კასტამ" არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს. მოდი რა ძმაო მესი, რომ მიახტებით, გაიხედეთ თქვენს როლანდოს როგორ უჭირს, მგონი იქიდანაც აბარგება მოუწევს. მერამდენედ?!
ძაან არაობიექტურსს
28 იანვარი 2022 14:20
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული