პოლონელებს მოსკოვში თამაში არ უნდათ - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უეფა და ფიფა?

AutoSharing Option
24 მარტს პოლონეთის ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, რუსეთს მოსკოვში უნდა შეხვდეს, მაგრამ პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა, რომ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ.

"ჩვენ შევეცდებით, შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას მივაღწიოთ. თუ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, ვიფიქრებთ, რა უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა წავიდნენ, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია", - ციტირებს ბორტნიჩუკს Sport.pl.

პოლონეთის ფეხბურთის კავშირი უეფასა და ფიფაში აპირებს წერილის გაგზავნას და შეშფოთების გამოხატვას მატჩის მოსკოვში ჩატარების გამო, რადგან რუსეთმა თვითგამოცხადებული დონბასისა
და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებული ფინალში შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რუსეთი უნდა მოკვეთილი იქნას ყველა სპორტული შეჯიბრიდან რამდენიმე წლით მაინც. წავიდნენ ჩრდილოეთ კორეას ეთამაშონ.
აბა რა
11:55 23-02-2022
9
ახლა იქონიეთ ჯოხი ნაცები რუსებს და ომი რომ დაიწყება შვილები ამერიკაში გადამალეთ ვაი თქვენს პატრონს უბედურები.
12

სიახლეები პოპულარული