"ვოვა, შენთვის თავს გავწირავ" - "ინჰულეცის" პრეზიდენტმა ზელენსკის მიმართა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის "ინჰულეცის" მფლობელმა ოლექსანდრ პოვოროზნიუკმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის არმიას რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა:

"მინდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართო. ვოვა, ყოფა უტირე მათ, ჩვენ კი დაგეხმარებით. შენნაირი პრეზიდენტი არ ყოფილა და არ იქნება.

დიდი პატივისცემა იმისათვის, რომ შეძელი ხალხის გაერთიანება. პირველ ტურში შენთვის ხმა არ მომიცია, მაგრამ ახლა მზად ვარ შენთვის სიცოცხლე გავწირო. მადლობა".

პოვოროზნიუკმა ქვეყნიდან გაქცეული უკრაინის ელიტის ზოგიერთ წარმომადგენლის მოქმედების გამო აღშფოთება გამოხატა და ისეთი სიტყვებით მიმართა, რომელთა გადმოცემა არ შეიძლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული