უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა რუსული ფეხბურთის იზოლაციაზე და "გაზპრომთან" კონტრაქტის გაწყვეტის გამო მწუხარება გამოთქვა.
"უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანა, რუსეთს საქნქციები დაუწესა და უკრაინელ დევნილებს მილიონ ევროზე მეტი გამოუყო.
როგორი დამოკიდებულება მაქვს პუტინთან? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო, ის შეხვედრისთვის კარგად ემზადებოდა. თუმცა, არ მგონია ფეხბურთის ფანი იყოს, უფრო სპორტის სხვა სახეობები აინტერესებს.
ეს პოლიტიკური კი რა, ჰუმანიტარული კრიზისია. სპორტსმენების დასჯის გამო გული მიკვდება: მათ ეს არ უნდოდათ, გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ, მაგრამ მსოფლიოს გამო ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ.
ჩვენზე პოლიტიკოსები
ზეგავლენას არ ახდენენ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია, ჩვენ შეგვიძლია მასზე გავლენა მოვახდინოთ, რადგან ბევრი მხარს გვიჭერს. მე მოვუწოდებ ბევრ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაში ინვისტიციების განხორციელებისაკენ. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ფეხბურთით, ზოგიერთი - ნაკლებად. მაგალითად, მაკრონი და ერდოღანი გულშემატკივრები არიან, მერკელიც.
"გაზპრომთან" თანმშრომლობის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო (უეფა "გაზპრომისგან" წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ევროს იღებდა). ამან ჩვენს ბიუჯეტს დარტყმა მიაყენა. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ პაველკოს ყოველდღე ვესაუბრები. ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რუსეთის ფეხბურთის კავშირი გავაფრთხილე. მე მშიშარა არ ვარ და ვინმეს ზურგსუკან არაფერს არ ვაკეთებ.
ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გაგვეთვალისწინებინა თუ არა, საიდან წამოვიდოდა ფული? თუ საკითხს ასე განვიხილავთ, ეს პოპულიზმია. პოლიტიკოსებისთვის ადვილია ყვირილი. ვინ არის უეფა, რომ ქვეყნის მართვა შეაფასოს? ყველა მსხვილი დასავლური კომპანია იცავს კი ადამიანის უფლებებს?
პოლიტიკოსებმა რუსეთის მიმართ სანქციიების შემოღებამდე გვთხოვეს "გაზპრომთან" ურთიერთობის გაწყვეტა. ევროპა კი მაინც ყიდულობს რუსულ გაზს", - განუცხადა ჩეფერინმა Corriere della Sera-ს.