უკრაინაში შეჭრის გამო 28 თებერვალს ფიფამ და უეფამ რუსული ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან ოფიციალურად მოკვეთეს. რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მიიღო.
რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთთან, ხოლო "სპარტაკს" ევროპა ლიგის 1/8-ფინალში "ლაიპციგთან" თამაში აეკრძალა.
რუსეთის საფეხბურთო კავშირი ირწმუნება, რომ ფიფას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათი საჩივარი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ჯერ არ განხილულა და პასუხს კვირის ბოლომდე ელიან.