არაადეკვატურები - აგონიაში მყოფი რუსული ფეხბურთი იხტიბარს არ იტეხს

AutoSharing Option
რუსული ფეხბურთი სრულ იზოლაციაში მოექცა, ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს, კლუბების პატრონებზე სანქციები გავრცელდა და მაინც არ იტეხენ იხტიბარს. ვერ გეტყვით, მთლად არაადეკვატურები არიან თუ უბრალოდ უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს არაფერი ხდება.

მათი პრემიერლიგის კლუბები გაკოტრების წინაშე არიან. გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს და მაინც სერიოზულად მსჯელობენ ლიგის გაფართოებაზე. სანაკრებო შეკრებაც გამოაცხადეს და რადგან მათთან არავინ ითამაშებს, პირველი და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი დაგეგმეს.

ამას გარდა, გაგიკვირდებათ და, ევროპის 2028 ან 2032 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადიც კი შეიტანეს.

ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი
უტკინმა ამასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა: "საერთოდ, რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი სიახლეა - ის, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ევროს გამართვაზე განაცხადი შეიტანა. არ ვიცი, ეს ვის შემატებს ოპტიმიზმს, მაგრამ ეს ხომ ფილიგრანული სვლაა, win-win-ის სიტუაცია: ან მოგვცემენ, ან გავიცინებთ", - დაწერა უტკინმა თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ავტორო წინა კომენტარები რო არ გამოაქვეყნე- უბრალოდ ჩემში უკვე პროტესტს იწვევს დასავლეთის მოქმედებები და ასეთი პროპაგანდისტული სტატიები მაღიზიანებს-შევეცდები არ დავაკომენტარო ამ თემაზე.ბოდიშით
Levani
19:17 24-03-2022
3
ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე განაცხადის შეტანა,რუსეთის მხრიდან უმაღლესი ცინიზმის გამოხატულებაა და პროვოკაციის გარდა,სხვა მიზანი არც აქვს.მოქრთამული კი ჰყავს ფიფა და უეფა,მაგრამ ვფიქრობ ამის შემდეგ მათი საპასუხო ნაბიჯად,უცხოელებისათვის რუსეთის კლუბებიდან მთლიანად წამოსვლის უფლება უნდა გასცეს
სოსო
15:55 24-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული