კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა და მისმა ძმამ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, უკრაინა დატოვეს.
სურკისებმა ორი ავტომობილით, რომლებშიც კიდევ 8 ადამიანი იმყოფებოდა, უკრაინის საზღვარი 26 თებერვალს გადაკვეთეს და თან 16 მილიონ დოლარზე მეტი ჩემოდნებით წაიღეს.
უკრაინელმა მესაზღვრეებმა სურკისების მანქანები არ შეამოწმეს და მათ არადეკლარირებული თანხის ქვეყნიდან გატანა დაუბრკოლებლად მოახერხეს.
ამის გამო გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასაზღვრო კონტროლის ინსპექტორების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სურკისების მიერ დიდი ოდენობით თანხის ქვეყანაში შეტანა უნგრელმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს.