სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა და მისმა ძმამ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, უკრაინა დატოვეს.

სურკისებმა ორი ავტომობილით, რომლებშიც კიდევ 8 ადამიანი იმყოფებოდა, უკრაინის საზღვარი 26 თებერვალს გადაკვეთეს და თან 16 მილიონ დოლარზე მეტი ჩემოდნებით წაიღეს.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სურკისების მანქანები არ შეამოწმეს და მათ არადეკლარირებული თანხის ქვეყნიდან გატანა დაუბრკოლებლად მოახერხეს.

ამის გამო გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასაზღვრო კონტროლის ინსპექტორების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სურკისების მიერ დიდი ოდენობით თანხის ქვეყანაში შეტანა უნგრელმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა მიწაში ხო არ დამარხავდნენ...
goga
17:42 30-03-2022
0
ხალხი ომს ეწირება და განადგურდა უკრაინა ესენი კი რას შვებიან ? ამთტვის უნდა გაწირო თავი დარწმუნებული ვარ ოდესღაც ყველაფერი რო დაწყნარდება ეგენი ურაინაში ჩავლენ და მშვიდად იცხოვრებენ თავსაც გაიმართლებენ ხალხი კი იხოცება .
zurabi
17:11 24-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული