ჩრდ. მაკედონიამ ტკივილები გაგვიახლა - ისინი ისევ ზეიმობენ...

AutoSharing Option
ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს არაფერს ვერჩით - მათ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი შეძლეს და იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვეს. თბილისში მოპოვებული ევროპირველობის საგზურით გორან პანდევმა და მისმა თანაგუნდელებმა გული ძალიან დაგვწყვიტეს, ახლა კი ნებისმიერი სათამაშო ფორმის მიუხედავად, მომავალი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იტალიის ნაკრები, რომელსაც საქართველოშიც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მისი საგზურის გარეშე დატოვეს...

მაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი აღარაა, მათ მილევსკი თავკაცობს. რაც ყველაზე მთავარია, გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ისინი მაინც ანგარიშგასაწევი ძალა არიან. იტალიასთან შეხვედრა დისკვალიფიცირებულმა, "ნაპოლის" ნახევარმცველმა ელმასმაც გამოტოვა. ჩრდილომაკედონიელთა
მთავარი ფიგურები ისევ ალიოსკი (რომელიც "ლიდსიდან" "ალ აჰლიში" გადავიდა) და ზაგრების "დინამოს" კაპიტანი ედემი არიან.

მაშინ, "ერთა ლიგის" ფინალში, მარცხით გულდაწყვეტილნი კი ვიყავით, მაგრამ მაკედონიელთა პროვოკაციული ზეიმი მაინც გამაღიზიანებელი იყო - "დინამო არენის" გასახდელში საპრესკონფერენციო მაგიდაზე "ხტუნვასაც" არ მორიდებიან. ახლა მათ მთავარი წინ აქვთ - თუკი კატარში თამაში სურთ, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიასაც უნდა აჯობონ.

altMAMMA MIA - მანჩინი აგონიაშია

altაპოკალიფსი? მაკედონიამ სტუმრად იტალია დაამარცხა - "სკუადრა აძურა" ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ღვთისავარ რა არ დაიმსახურეს?ესეთი სათაური რად გინდა,ალალად მოუგეს და მორჩა.
პაპა
26 მარტი 2022 10:31
4
გული გვატკინა „ჩვენი მთავრობის“ რუსულმა გადაწყვეტილებამ - სტადიონზე მაყურებელი არ დაუშვეს, ემანდ საქართველო ევროპაზე არ გავიდეს და ეროვნული გამოღვიძება არ დაეწყოთო.
ტარასი
26 მარტი 2022 09:41
4
გული მაკედონიამ კი არა ჩვენი ფეხბურთელების უუნარობამ დაგვწყვიტა. ჩვენებს კარგად რომ ეთამაშათ და მაკედონია მხოლოდ იღბალის ხარჯზე გასულიყო კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენებმა საერთოდ ვერაფერი გააკეთეს და მაკედონია რა შუაშია. როგორც გამოჩნდა, თურმე ჯობდა ეგენი გასულიყვნენ, სადამდე გააღწიეს..
nika
25 მარტი 2022 18:07
4
მაგ მაკედონიამ გერმანიასაც მოუგო გასვლაზე და არაერთი მაგარი თამაში ჩაატარა! აბსოლუტურად სხვა დონის გუნდია ჩვენგან განსხვავებით და შეეგუეთ ამას. რამე საერთო დონეზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ზაგრების დონის გუნდში იკაპიტნებენ ჩვენი ფეხბურთელები ან ბიელსას დონის მწვრთნელები ეყოლებათ. შეარგოთ ღმერთმა, რასაც მიაღწიეს და წარმატებები მაგათ.
Lasha
25 მარტი 2022 17:28
7
დაახვიე რა
გურჯი
25 მარტი 2022 21:25
6
აინამ გუნდთან მარცხის გამო აგინეს ვაისს ხომ? თან ნახევარი გუნდი ტრავმირებული ჰყავდა
kane
25 მარტი 2022 16:31
6
ჰე ახლა როდემდე უნდა მივტიროდეთ წარსულს ?! დაივიწყეთ ეგ წყეული თამაში და წინ გაიხედეთ, წინ დავწეროთ ჩვენი ისტორია ბევრი შრომით და მიზანდასახულობით. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
rabu
25 მარტი 2022 16:18
0
ეტყობა მოგაწვა ცუდია ვეტანხები ირაკლის ბოოოოოოოოოოოოოოო
kaka
25 მარტი 2022 16:12
1
გაგვიახლა კი არა პირიქით უფრო დამამშვიდა, თურმე მართლა კარგ გუნდთან წაგვიგია.
რრრ
25 მარტი 2022 15:54
3
ძალიან კარგი. თუ შეგიძლია მოიგე ვინ დაგიშალა.ეგეთი ლოგიკით ჩვენ ვერაფერს ვერ უნდა მივაღწიოთ
ირაკლი
25 მარტი 2022 15:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული