სანქციები მოქმედებაშია - "სპარტაკის" მფლობელმა ქონების 99% დაკარგა

AutoSharing Option
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსული კლუბების მფლობელებსა და მათ სპონსორებს ფინანსური სანქციები დაუწესეს და უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომის წევრმა ვლადიმირ აფანასიევმა გაამხილა, რომ "სპარტაკის" მფლობელი ლეონიდ ფედუნი გაკოტრების პირასაა. ფედუნს აღმასკომის სხდომაზე უთქვამს, რომ ქონების 99% დაკარგა. ასევე მძიმე სიტუაციაშია ყველა კლუბი.

"ცსკა-ც კერძო კლუბია, ევგენი გინერი და მისი ბანკი ერთად აფინანსებენ. ორივეს სანქციები დაუწესეს, მაგრამ გინერი გულგატეხილი არაა და ამის გამო არც ენაბლუობდა. პრობლემები უფრო "სპარტაკსა" და "კრასნოდარს" აქვთ. მთელ ქვეყანას უჭირს. ა
რავინ არაფერს ამბობს, რა ხდება პირველ და მეორე დივიზიონებში. იქ საერთოდ ყველაფერი დასრულებულია. უბრალოდ ამაზე არავინ არ აკეთებს განცხადებას. იქ ყველა კლუბი სახელმწიფოს კმაყოფაზეა, რეგიონების დაფინანსებაზე იმყოფებიან", - ციტირებს აფანასიევს "РБ Спорт"-ი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ფეხბურთი ხუმრობთ? რუსული ფეხბურთი არ გაიშვა რა!!! რუსეთი(მონღოლეთი) და ფეხბურთი?!
1
მოგ…. იათ პატრონი მთელს რუსეთს
გიორგი
05:01 26-03-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული