ფიფა რუსეთის წინაშე ჩაიზნიქა და აგრესორის დასჯა ვერ (თუ არ) გაბედა

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ და უეფამ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს და დღეს დოჰაში ჩატარებულ ფიფას კონგრესზე რუსეთის გარიცხვას მოელოდნენ. თუმცა აგრესორი ქვეყნის მოკვეთის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანიათ. სამაგიეროდ, წევრობა პაკისტანს, კენიასა და ზიმბაბვეს შეუჩერეს.

ამას გარდა, ფიფამ რუსული თავისი ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა. რუსული მხარე ფიფასგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა და ბუნებრივია, გახარებულები არიან, ხოლო უკრაინელები აღშფოთდნენ. ua-football-ი წერს, რომ ფიფა რაშისტების წინაშე ჩაიზნიქა.

ფიფას გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის,
რადგან ისევე, როგორც უეფა, მუდამ ვიწრო მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ეს ორივე ორგანიზაცია რუსეთის მიმართ ყოველთვის ლოიალურია.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კონგრესის დასრულების შემდეგ მოკლე, არაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა და რუსებს ლამის ბოდიში მოუხადა:

"მე მხოლოდ შემიძლია ლიდერებს დავურეკო და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვურჩიო. რუსეთის ნაკრებისა და კლუბების გარიცხვა იოლი გადაწყვეტილება სულაც არ იყო. ეს ყველაფერი ეხება იმ ხალხს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ, თუმცა იყო ერთ-ერთი გზა მშვიდობისთვის".

მკითხველის კომენტარები / 26 /
რას უნდა ელოდო კორუმპირებიდაან
giorgi 12
19:30 31-03-2022
8
სწორედ ასე ვფიქრობდი,რუსეთის ადგილას აფრიკული ან აზიური ქვეყანა ყოფილიყო,დიდი ხნის წინ გარიცხავდა!
დავითი
20:19 31-03-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული