"პარი სენ ჟერმენი" თავს იზღვევს და მესის შემცვლელს ეძებს - პირველი ვარიანტი ცნობილია

AutoSharing Option
ესპანური AS-ის ცნობით, "ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდეს.

წყაროს თქმით, პარიზელები მოჰამედს ლიონელ მესის შემცვლელად მოიაზრებენ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება, რომ 2021/22 წლების დასრულების შემდეგ არგენტინელი კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

რაც შეეხება სალაჰს, ეგვიპტელი "ლივერპულს" 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ "რომადან" შეუერთდა, გუნდთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გასდის. გერმანული Transfermarkt-ის თქმით, შემტევის საბაზრო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

"მომ" ამ სეზონში პრემიერლიგაში 27 შეხვედრა გამართა, თავი 20 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე
კი 8 გამართულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მინდა ეს ბიჭი სტვენით აიკლონ. დროა უკვე წასვლის. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმ წლებისთვის, სადაც უამრავი სიამოვნება მიანიჭა მთელ მსოფლიოს
დავით 67
22:03 28-05-2022
0

სიახლეები პოპულარული