კრივოი როგის "კრივბასის" 34 წლის მცველი ანდრეი მოსტოვოი უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა და საქართველოში გააგრძელებს კარიერას. მან ამის შესახებ "კრივბასის" საიტთან ინტერვიუში ისაუბრა.
- არ მესმის და ვერასოდეს შევძლებ გავიგო, რუსი არაადამიანების ჯარს როგორ შეუძლია მშვიდობიანი უკრაინელების ასე აუღელვებლად ხოცვა: ბავშვების, ქალების, მოხუცების. ისინი, ვინც ჩვენს მიწაზე შემოიჭრა და მათი ხელმძღვანელები, ნამდვილი ნაცისტები, ბანდიტები და ნაძირლები არიან: ისინი ანგრევენ, ძარცვავენ ჩვენს სახლებს. სამწუხაროდ, მათ არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ, რომ ომი ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება
სამყაროში მოხდეს.
რუსი გამათავისუფლებლები. რას ან ვის ათავისუფლებთ ჩვენს მშვიდობიან უკრაინაში? უკრაინელი ერი - თქვენგან განსხვავებით, თავისუფალი და დამოუკიდებელია. მტერმა მხოლოდ გაგვაძლიერა და შეგვკრა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ვინაიდან ღმერთი სიკეთის მხარესაა. ჩვენ იმ სიბოროტეზე ძლიერები ვართ, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა.
ჩემი ქალის ბებია და ნათესავები სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც იქ ოკუპანტები შეიჭრნენ. ათი დღე ოკუპაციაში იცხოვრეს. მადლობა ღმერთს, ევაკუაციისას უსაფრთხო ადგილას გასვლა მოახერხეს. უკვე მოგვიანებით ნაცნობებმა ფოტოები გამოგვიგზავნეს: ჩვენი სახლი სრულად დაიწვა, ბებიის კი ნაწილობრივ დაინგრა. ეს არაადამიანები ჩვენს სახლში შეცვივდნენ და გარკვეული ხანი იქ ბატონობდნენ.
- თანაგუნდელებთან კავშირს ინარჩუნებთ?
ჩემი ქალის ბებია და ნათესავები სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც იქ ოკუპანტები შეიჭრნენ. ათი დღე ოკუპაციაში იცხოვრეს. მადლობა ღმერთს, ევაკუაციისას უსაფრთხო ადგილას გასვლა მოახერხეს. უკვე მოგვიანებით ნაცნობებმა ფოტოები გამოგვიგზავნეს: ჩვენი სახლი სრულად დაიწვა, ბებიის კი ნაწილობრივ დაინგრა. ეს არაადამიანები ჩვენს სახლში შეცვივდნენ და გარკვეული ხანი იქ ბატონობდნენ.
- თანაგუნდელებთან კავშირს ინარჩუნებთ?
- თითქმის ყოველდღე ვესაუბრები ტელეფონით, სოციალური ქსელებით. ვინტერესდებით ერთმანეთის ამბებით, ვცდილობთ ერთად დავეხმაროთ იმათ, ვინც ჯერ კიდევ უკლუბოდაა. მადლობა "კრივბასს", რომელიც კიდევ გვაძლევს ხელფასს და ნაწილს უკრაინის არმიას ვურიცხავთ. ასევე ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ფინანსურად უჭირთ.
- ახლა სად იმყოფები?
- ახლა სად იმყოფები?
- თბილისში, ეს საქართველოს დედაქალაქია. დიდი ხანი ვერ ვიპოვე კლუბი, რათა მეთამაშა და უკრაინას დავხმარებოდი. მეგობრის დახმარებით ადგილობრივი "შევარდენის" მიწვევა მივიღე. უკვე ერთი კვირაა აქ ვიმყოფები, კონტრაქტი გავაფორმე. მეუღლე და ბავშვები ჩემთან ერთად არიან. ვითამაშებ და ხელფასის ნაწილს უკრაინის არმიას გადავურიცხავ. ჩვენი გამარჯვების შემდეგ "კრივბასის" ფეხბურთელები ისევ ერთად შევიკრიბებით. დიდება უკრაინას!