"ევროპაში კლუბს დიდი ხანი ვეძებდი. ისრაელში თამაში აღარ მინდოდა, ოჯახი შორს მყავდა. "ბუდე გლიმტში" სინჯებზე მივედი. მეორე მეკარედ ამიყვანეს, დანარჩენი კი ისტორიის ნაწილია.
ნორვეგია ბრწყინვალე ქვეყანაა. ალბათ, საკუთარი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონით მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოა. აქ ძალიან მომწონს. ბუდე პატარა, ლამაზი ქალაქია, რომელსაც ბევრი მიმზიდველი ადგილი აქვს", - განაცხადა ჰაიკინმა.
ნიკიტას განცხადებას რუს გულშემატკივრებს შორის ცინიკური და თვითირონიული
"ნიკიტა, კარგი რა, რატომ ანერვიულებ ჩვენს პატრიოტებს. აქ, რუსეთში, მძ**ნერშიც კარგად ვცხოვრობთ!"
"სანამ ამას ეფ-ეს-ბეში აუხსნეს, თქვენ უთხარით, რომ სინამდვილეში ნორვეგიაში ხალხი ძალიან ცუდად ცხოვრობს, ნამდვილი კეთილდღეობა ჩვენს დიად "ძერჟავაშია"!
"ტყუილია, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა სახელმწიფოებს კი ჩვენი შურთ. ალბათ ჩემიც, ხელფასი 200 დოლარი რომ მაქვს!"