უკრაინელი ბიჭი სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა და ცრემლები წამოუვიდა - შეხვედრა ბუფონთან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "პარმამ" ახალგაზრდა უკრაინელ ემიგრანტს სიურპრიზი გაუკეთა. ბიჭს, რომელიც რუსულ აგრესიას იტალიაში გაექცა, თავის კერპს, ლეგენდარულ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს შეახვედრეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადისლავმა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ლვოვი დატოვა და ბებიასთან წავიდა, რომელიც რამდენიმე წელია რომში ცხოვრობს. ბიჭს უყვარს ფეხბურთი, მეკარის პოზიციაზე თამაშობს, იტალიაში ჩასვლის შემდეგ კი "სან პაოლო ოსტიენსეს" საფეხბურთო სკოლის რიგებს შეუერთდა.

Sportall.Ge

"პარმას" ვებგვერდის ცნობით, ბოლო ინტერვიუში ვლადმა აღნიშნა, რომ მისი კერპი ლეგენდარული იტალიელი მეკარე, მსოფლიო ჩემპიონი ჯანლუიჯი ბუფონია. "პარმას" კაპიტანმა სტატია წაიკითხა და
გადაწყვიტა, ბიჭი და მთელი მისი ოჯახი სერია B-ს შეხვედრაზე "კომოსთან" (4:3) მიეწვიათ.

როცა ვლადმა მისკენ მიმავალი ბუფონი დაინახა, თავიდან არც კი იცოდა, რა ეთქვა. როცა მას ჩაეხუტა, სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა და ცრემლები წამოუვიდა.

თავად ბუფონი ბიჭთან შეხვედრას ემოციურად გამოეხმაურა, ახალგაზრდა გულშემატკივარს ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და მრავალი ერთობლივი ფოტო შესთავაზა.

altუკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"

alt"რუსეთში მშვიდობაზე საუბარი სარისკოა" - რუსი სპორტსმენის კომენტარი

alt"რუსეთში მძ**ერშიც მშვენივრად ვცხოვრობთ" - ჰაიკინს რუსებმა უპასუხეს

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცი ლეგენდა ჯიჯი ბუფონი
irakli
12:02 08-04-2022
2
მხოლოდ ბავშვა წამოუვიდა ცრემლები? ეხლა მე მკითხეთ სტატიის წაკითხვის შემდეგ.....
საბა
10:47 08-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული