უკრაინელების შიშით "ლოკომოტივი" როსტოვში ვერ გაფრინდა

AutoSharing Option
1-ელ აპრილს, რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ტერმინალზე უკრაინულმა ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს და რვა რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ქალაქის მისადგომებთან სანგრებს თხრიან. აგრეთვე დაკეტილია როსტოვის აეროპორტი.

10 აპრილს რუსეთის ჩემპიონატზე "როსტოვი" "ლოკომოტივს" უნდა შეხვდეს და მოსკოვური გუნდი იძულებული გახდა დანიშნულების ადგილზე მატარებლით გამგზავრებულიყო.

მატარებელი დედაქალაქის ყაზანის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. "წითელ-მწვანეებო, ვაგონებში" - წერს "ლოკოს" საიტი და ამ ფოტოს აქვეყნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ცნობისთვის 24 თებერვლიდან არ მუშაობს როსტოვის და ბელგოროდის აეროპორტები.
გიო
12:29 09-04-2022
1
ბელგოროდზე შეტევა უკრაინას არ განუხორციელებია, ეს უკვე ზღარბმაც იცის. ომის დაწყების შემდგომ რუსეთის დასავლეთის და დასავლეთ/სამხრეთის ქალაქებთან ავიამიმოსვლა შეჩერდა, უკრაინულში არ აერიოთ და თავისი სამოქალაქო ბორტი არ ჩამოაგდონ - ეშინიათ კი.

დათო
09:04 09-04-2022
2

სიახლეები პოპულარული