რაკიცკი "შახტარში" ბრუნდება

AutoSharing Option
"შახტარის" საფეხბურთო დირექტორმა დარიო სრნამ განაცხადა, რომ "ზენიტიდან" აბარგებული 32 წლის მცველი იაროსლავ რაკიცკი მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას:

"ზოგიერთმა ლეგიონერმა სხვა კლუბთან გააფორმა კონტრაქტი, ზოგიერთმა თქვა, რომ არ შემოგვიერთდებიან, ამას ნორმალურად აღვიქვამ, მათ გუნდისთვის ბევრი გააკეთეს. ველოდებით ჩვენს ლეგენდასა და ყოფილ ფეხბურთელ რაკიცკის. კარგ უკრაინულ გუნდს გავაკეთებთ, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო სარბიელზე წარმოადგენს".

რაკიცკი 2019 წელს "ზენიტში" გადავიდა და უკრაინელების აღშფოთება გამოიწვია, ნაკრებიდან მოკვეთეს, თუმცა, როდესაც რუსეთი მის სამშობლოში შეიჭრა, სანქტ-პეტერბურგულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული