"რეალისა" და "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ფრედი რინკონი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოლუმბიელი ექსსპორტსმენი გასულ კვირას ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს...

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა კალიში მოხდა. რინკონიმ შუქნიშანზე წითელზე გაიარა, რის შემდეგაც ავტობუსი გვერდიდან დაეჯახა.

შეგახსენებთ, ექსნახევარმცველი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს "რეალის", "პარმას", "ნაპოლის", "პალმეირასისა" და სხვა გუნდების ღირსებას იცავდა, ეროვნულ ნაკრებში კი 84 მატჩი გამართა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული