უკრაინაში ომის დაწყების გამო, დასავლეთმა რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა და იქაური კლუბები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. გაკოტრების პირასაა "კრასნოდარი", РБ Спорт-ი კი იტყობინება, რომ დედაქალაქურ კლუბებს ქამრების შემოჭერა მოუწევთ.
"ლოკომოტივი" ეკონომ-რეჟიმზე გადაერთვება - ტრანსფერებს ვერ განახორციელებს, თანამშრომელთა ნაწილს სამუშაოდან დაითხოვს და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფარმ-კლუბ "კაზანკას" გააუქმებს.
"დინამომ" პოტენციურ ახალწვეულებთან მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით შეაჩერა, რადგან არ იციან, როგორი ბიუჯეტი ექნებათ. "ამჟამინდელ სიტუაციაში ძნელია იმის პროგნოზირება, როგორი ბიუჯეტი გვექნება. მოგვიწევს იმ ფინანსური პრობლემების მასშტაბების შეფასება, რომელშიც რუსული ფეხბურთი აღმოჩნდება", - ნათქვამია კლუბის
განცხადებაში.
ანალოგიურ სავალალო ვითარებაში იმყოფებიან სხვა გუნდებიც. შეგახსენებთ, რუსულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს და ქვეყანა ლეგიონერთა უმეტესობამ დატოვა.
ჩვენი კლუბებს რომ ედრებით - ღორების კლუბები; გერმანიის, ბელგიის, იტალიის, პოლონეთი, ჩეხეთის,ჰოლანდიის .. კლუბებს შეაფარეთ, არაა(?!)
რუსეთი დაგიმთავრდათ, რუსული ,,ეკო - ლა,, მ ო კ ვ დ ა -და სანამ დასავლეთს სურს- იქამდე ასე იქნება!
- მოკლედ- რუსეთს იმ წარმონაქმნად გადააქცევენ - რაც იყო პეტრე 1- მდე- ,,მოსკოვიას ულუსი,, ( ყირიმელ თათრებს ხარკს რომ უხდიდა)
და ქართველობა რაც უფრო სწრაფად მოვშორდებით ამ მუდმივ ავადმყოფ სამყაროს - მით უფრო სწრაფად განვავითარებთ - განვამტკიცებთ - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს, ავაღორძინებთ - ეკო - კას...